მნიშვნელობა–აქტუალობა – მოვიძიოთ მდ. ბოგილის შესახებ ინფორმაცია. განვსაზღვროთ მისი მნიშვნელობა ჩვენი სოფლისათვის. პრაქტიკულად შეისწავლიან მდინარის ნაწილებს.
მიზანი – მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ–ჩვევა. შეაგროვებენ ინფორმაციას მდ. ბოგილის შესახებ.
პროექტის ხანგრძლიობა–4დღე.
მოსალოდნელი შედეგი–მოსწავლეებს ეცოდინებათ როგორ გაზომონ მდინარის სიჩქარე, რა შეიძლება იყოს მდ–ის სათავე; რომელ მდ–ს უერთდება: რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სოფლისათვის.
პროექტის ჩატარებისათვის საჭირო რესურსი–სიგრძის საზომი, წამზომი, ტივტივა, კომპასი, ფოტოაპარატი, ჯოხი, ზურგჩანთა, ბლოკნოტი, ფანქარი.
პროექტის მიმდინარეობა
1 დღე
აქტივობა1–ორგანიზება–კლასს ვყოფთ ჯგუფებათ, ვანაწილებთ ფუნქციებს ,ვიხსენებთ მდინარის შესახებ უკვე მიღებულ ცოდნას.
2 დღე
აქტივობა 2–კვლევა–მომზადებული ჯგუფი მიდის მდინარის სათავის საკვლევად.სადაც ნახულობენ , რომ მდინარე იწყება სოფელ კონჭკათში პატარა წყაროდან.
აქტიობა 3–მდინარის სიჩქარის გაზომვა. ამისთვის გადაზომავენ მდ–ის კალაპოტის სიგანეს მაგ–5მ –ს შემდეგ სიგრძეს 5–ჯერ მეტს ე.ი.15მ–ს , ვაგდებთ მდ–ში ტივტივას და ვინიშნაცთ დროს. ვყოფთ მანძილს დროზე დავღებულობთ მდინარის დინების სიჩქარეს.
აქტივობა 4 სურათების გადაღება. ვათვალიერებთ მდ–ის ხეობას,ვათვალიერებთ მდ–ის ჭორომიან და ჩანჩქერიან ადგილებს, ვიღებთ სურათებს.
3 დღე
აქტივობა5 მდინარის ნაპირების დასუფთავება. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაასუფთაონ სანაპირო ზოლი.
4 დღე
აქტიობა 6 რეფლექსია. მოსწავლეებმა დაადგინეს მდ–ის სახელწოდება, რომ სახელი მდინარეს ხალხმა შეარქვა, რადგან ზემო წელში მდინარე 1 კმ–ის მანძილზე დაბოგილია რიყის ქვებით. მდინარის მიმდებარე ტერიტორია გამოყენებულია სახნავ–სათესად. ყოფილა შემთხვევები წვიმების დროს ნათესების დატბორვისა. მდინარეზე აბებულია წისქვილი. ზაფხულობით ახალგაზრდები აქმოდიან თევზაობენ ,ბანაობენ და ისვენებენ.
მოსწავლეები დაეუფლენ პრაქტიკულად მდინარეზე ბაზომვების ჩატარებას, მდინარის ნაწილების ერთმანეთისაგან გამოყოფას, საუბრობენ მდინარის მნიშვნელობაზე.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა.
გეო.IX.1. მოსწავლეს შეუძლია რუკების და სხვა თვალსაჩინოებების (ფოტოები, გრაფიკები, ცხრილები, დიაგრამები და სხვა) დახმარებით დაახასიათოს ადგილი, მოვლენა და პროცესი; შეადგინოს თემატური რუკები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- საკვლევი მიზნის გათვალისწინებით მოიძიებს და საჭიროებისამებრ იყენებს შესაბამის თემატურ რუკებს;
- ჯგუფური მუშაობისას თითოეული ჯგუფი ირჩევს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას ექსპედიციის ჩასატარებლად და კლასის წინაშე წარმოადგენს მისი განხორციელების მარტივ გეგმას (მიზანი, მარშრუტი, ვადა, გადაადგილების საშუალება, არჩეული მარშრუტის უპირატესობა სხვებთან შედარებით, წასაღები ნივთების სია და ა.შ.); ადგენს ექსპედიციის ამსახველ სქემატურ გეგმას.
გეო.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და გაანალიზოს საქართველოს ბუნებრივი პირობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს შორის და მსჯელობს მათ გავრცელებაზე (მაგ.: საქართველოს რელიეფის ფორმებს და ჰავის თავისებურებებს უკავშირებს ჰიდროგრაფიული ქსელის ჩამოყალიბება-გავრცელებას); ამ მაჩვენებლების მიხედვით ადარებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს;
გეო.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· თანატოლებთან ერთად ადგენს და შეძლებისდაგვარად ახორციელებს გარემოსდაცვით მარტივ პროექტებს (მიზანი, ამოცანები, გადაჭრის გზები, მოსალოდნელი შედეგები);
პროექტის ხელმძღვანელი: ლეილა ქვილორია.
ელ. ფოსტა:qvilorialeila@gmail.com
No comments:
Post a Comment